Sunday, May 28, 2017

წელიწადის დროები,ამინდი,ტანსაცმელი

                                                             გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
წელიწადის დროები
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური,IIIკლასი
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ
  • თავისუფლად საუბარს წელიწადის დროებზე,თვეებზე,ტანსაცმელზე.
  • ამინდის აღწერას
  • სხვადასხვა აქტივობების /სავარჯიშოების შესრულებას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  • ტექსტზე მუშაობა-ნასწავლი მასალის განმტკიცება
  • საუბარი წელიწადის დროებსა და ამინდზე
  • სურათების აღწერა
  • ტანსაცმელების დახარისხება წელიწადის დროების მიხედვით
  • ესეს დაწერა
  • კითხვებზე პასუხის გაცემა
  • მუშაობა წყვილებში/ჯგუფებში
  • იყონ მოტივირებულნი და დაიცვან დროის ლიმიტი
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ
  • წელიწადის დროებთან,ამინდთან,ტანსაცმელთან დაკავშირებული ლექსიკა.
  • არსებითი და ზედსართავი სახელები და შეუძლიათ ზედსართავის შეთანხმება არსებითთან.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ბარათები,ფლიფჩარტები,მარკერები.ფურცლები.კომპიუტერული პროგრამები:word ,power point

გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები -2 წუთი
A  ფაზა (გამოწვევა)-6 წუთი
1.გონებრივი იერიში-ასოციაციური რუკა-2 წუთი
მთავარი სიტყვა “წელიწადი”ჩაწერილია წრეში და მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ მასთან  დაკავშირებული სიტყვები
2.მასწავლებელი აჩვენებს სლაიდებს და მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ რომელი წელიწადის დროა,როგორი ამინდია,რას იცვამენ.2წუთი
მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად.დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით.მასწავლებელს მაგიდაზე გაშლილი აქვს პატარა ბარათები,რომლებზეც ხატია მზე,ვარსკვლავი,მთვარე,ღრუბელი.მოსწავლეები სათითაოდ ირჩევენ თითო ფურცელს.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც ერთნაირი ბარათები შეხვდათ ერთად დასხდნენ.2 წუთი
B ფაზა(შინაარსის რეალიზება)- 25 წუთი
1.მასწავლებელი  მთელ კლასს მიმართავს კითხვებით და ახდენს ნასწავლი მასალის გამოკითხვას.-5 წუთი
2.მასწავლებელი ამუშავებს მოსწავლეებს წყვილებში,აძლევს სხვადასხვა აქტივობას.-12 წუთი
  • არსებითი სახელები გადააქციონ ზედსართავად.
  • არსებითი და ზედსართავი სახელები დაუკავშირონ ერთმანეთს აზრობრივად
  • შემოხაზონ ზედმეტი სიტყვა,რომელიც აზრობრივად არ შეესაბამება
  • მასწავლებლ;ის მიერ წაკითხული წინადადებებიდან მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ სწორია თუ არასწორი
3.მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს სხვადასხვა წელიწადის დროს,მათ ევალებათ 8 წუთის განმავლობაში აღწერონ თავიანთი დროები და დაწერონ ესე-8 წუთი
C ფაზა(გამთლიანება)-12 წუთი
  • ჯგუფები ახდენენ დავალების პრეზენტაციას.მასწავლებელი აკითხებს ჯგუფებს დავალებას.ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს.-8 წუთი
  • მასწავლებელი ახდენს მათ შეფასებას,აკეთებს დასკვნებს.აწყობს დებრიფინგს:რა ისწავლეს.სად,როდის,რაში გამოადგებათ.საბოლოოდ აფასებს მოსწავლეებს.აჯამებენ ცოდნას.-2წუთი
  • გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი კლასს აძლევს საშინაო დავალებას-დაწერონ მცირე ზომის თხზულება “ჩემი საყვარელი წელიწადის დრო”-2წუთი



No comments:

Post a Comment