1.პროექტის სახელწოდება
|
"ვარსკვლავები არ ქრებიან"...
|
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)
|
მოსწავლეები გაეცნობიან ქართული კინოს ისტორიას და მოიძიებენ მასალებს ცნობილ ქართველ კინოსა და თეატრის მსახიობებზე.
|
3.პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლე -ახალგაზრდობამ არ იცის ქართული კინოს ისტორია,არ იცნობენ ძველ ქართულ ფილმებსა და მსახიობებს.მწირი ინფორმაცია გააჩნიათ თანამემამულე ეროსი მანჯგალაძეზე
|
4.პროექტის მიზნები
|
პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციის მოძიება,დამუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე.ბიბლიოთეკით სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება.დისკუსიაში მონაწილეობა,მსჯელობის უნარის განვითარება.
|
5.მონაწილეთა ასაკი
|
12-15 წელი(VII,IXკლასები)
|
6.ვადები/ხანგრძლივობა
|
3 თვე
|
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას მოძიებული მასალებისა და powerpoint-ის სლაიდის მიხედვით.ქმნიან ფოტოალბომს.
|
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერი.ინტერნეტი.პროექტორი,მობილური,პრინტერი,ბიბლიოტეკა,სოფლის მკვიდრნი,ტრანსპორტი,მშობელი.
|
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
|
1.მასწავლებელი აცნობს კლასს პროექტის თემას
2.ახდენს დავალებების დელეგირებას
1 ჯგუფი-იძიებს ინფორმაციას ეროსი მანჯგალაძეზე(ბიოგრაფია,ბავშვობა,ოჯახი)
2ჯგუფი-იძიებს ინფორმაციას ეროსი როგორც კინო მსახიობი
3ჯგუფი-იძიებს ინფორმაციას ეროსი როგორც თეატრის მსახიობი,
4ჯგუფი-იძიებს ინფორმაციას ეროსი როგორც სპორტული კომენტატორი.
5 ჯგუფი-იძიებს ეროსის მიერ შესრულებულ ფილმებსა და სპექტაკლებს.
6 ჯგუფი-ეწვევა ეროსის მშობლიურ სოფელ ღანირს და მათგან მოიძიებენ ინფორმაციას.
7ჯგუფი-აწარმოებს სოციოლოგიურ გამოკითხვას სკოლასა და საზოგადოებაში.თუ რა იციანეროსის შესახებ და საჭიროდ მიიჩნევენ თუ არა მშობლიურ კუთხეში არსებობდეს მისი სახლ-მუზეუმი.
3.მითითებულ ვადაში მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.მოახდენენ მათ პრეზენტაციას.ისტ-ის ოთახში 4.პროექტორის საშუალებით უყურებენ ერთ რომელიმე ფილმს.
5.მოსწავლეები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის მოაწყობენ კინო ჩვენებას .გააცნობენ მათ ცნობილ მსახიობს თავიანთი ქალაქიდან.
6.კლასს გაუცნდა სურვილი ეროსი მანჯგალაძის მშობლიურ კუთხეში სამტრედიაში ან მის მშობლიურ სოფელ ღანირში დაიდგას პატარა სახლმუზეუმი.ამ მიზნით მოსწავლეები დასახმარებლად ეწვივნენ ქალაქის თვითმმართველობას და წერილობით მიმართეს კულტურის სამინისტროს.
7.კლასმა შექმნა ფოტოალბომი ქართულ და ინგლისურ ენებზე
|
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ ასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ხელოვნება-მსჯელობაკინოს ისტორიასა და ქართველ მსახიობებზე.ფოტოალბომის შექმნა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოძიება ქართულ და ინგლისურ ენებზე,მათი დამუშავება,პრეზენტაცია
|
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
|
თეა ჯანჯღავა
|
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
|
teajanjgava@gmail,com
|
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
teajanjgava.blogspot.com
|
Monday, June 5, 2017
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)